Digest Logo

ლოცვა, რომელიც დღეს ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს!

1778598180
ლოცვა და სანთელი

 12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს.

სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა.

ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:

ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს, და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.

ასევე დაგაინტერესებთ:

გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, ვედრების მამათა მონასტრის წევრი, ბერი გერმანე ნანეიშვილი

ფენშუის 5 წესი, რაც სახლში წარმატებას, ფულსა და ჰარმონიას იზიდავს ✨

„მხოლოდ დაბრკოლებებს შეუძლია მიზნის მიღწევა ღირებული და ტრიუმფალური გახადოს...“ - რას წერს ხათუნა მუზაშვილი