მოციგურავე ლუკა ბერულავამ, რომელმაც მეწყვილესთან ერთად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა „ქრონიკასთან“ ისაუბრა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა:
„დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსთვის და დაფასებისთვის
„აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, ჩემი მიწის და ხალხის სიყვარული, რომელსაც დღემდე სიამაყით ვატარებ. თუ დღეს ამ წარმატებას ვზეიმობ, ეს ჩემი წინაპრების გზის გაგრძელებაა. ამ გზაზე ყველაზე დიდი ამაგი ჩემს ბაბუას მიუძღვის“, - აღნიშნა ლუკა ბერულავამ.
ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა, ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები, იაპონიიდან რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიან ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა გერმანიიდან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბერულავა და მეტელკინა ჯილდოს სახით 500,000 - 500 000 ლარს მიიღებენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ასტროლოგები ასახელებენ, რომელი ნიშნისთვის იწყება ფინანსური წინსვლის პერიოდი
წყარო: imedinews.ge