Digest Logo

ლუკა გუგაშაშვილმა ბერძნულ „პანსერაიკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

1720529757
ლუკა გუგეშაშვილი

„საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ახალი სეზონიდან „პანსერაიკოსში“ ითამაშებს“, – ინფორმაციას ბერძნული კლუბი ავრცელებს.

„პანსერაიკოსი“ თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ნაკრების მეკარესთან, ლუკა გუგეშაშვილთან, რომელმაც ევრო 2024-ზე ნაკრების გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჩვენს გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის უახლოეს დღეებში შემოგვიერთდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „პანსერაიკოსის“ ოჯახში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ლუკა გუგეშაშვილი 25 წლისაა. 2022 წლის იანვრიდან ბოლო დრომდე აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღში“ თამაშობდა, სადაც 45 მატჩი ჩაატარა. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

ლუკამ კარიერა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც პოლონურ „იაგელონიაში“ გადავიდა, იქიდან კი იჯარით წავიდა გორის „დილასა“ და ესპანურ „გრანადაში“.

გუგეშაშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2023 წლის მარტში შედგა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ტვინის ნისლი”, „სახსრების ტკივილი” - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ახალი ვირუსის შესახებ აფრთხილებს

ეკა ხოფერიას დაბადების დღე აქვს - ტელეწამყვანი 52 წლის გახდა

„მე თვითონ გავფორმდები-მეთქი და ქარხანაში დავიწყე მუშაობა, ნავთლუღში საშენმასალათა კომბინატი იყო“ - ნინო სუხიშვილის აქამდე უცნობი ისტორია

წყარო: 1tv.ge