Digest Logo

ლუკა ლოჩოშვილი - „მოტივირებული ვარ, მინდა, ჩემი ახალი გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო“

1736542086
ლუკა ლოჩოშვილი

„გუნდთან პირველი ვარჯიშის შემდეგ დადებითი ემოციები მაქვს, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“, – ეს „კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ გადასვლის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილმა გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში თქვა.

„ძალიან მოტივირებული ვარ, მინდა, ჩემი ახალი გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება და სეზონს სასურველი შედეგით დავასრულებთ. სერია B-ს კარგად ვიცნობ, ყველამ ერთად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. პირადად კი ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები თამაშშიც და ვარჯიშზეც“, – განაცხადა ქართველმა მცველმა.

ლუკამ ახალი გუნდის გულშემატკივრებზეც ისაუბრა: „ვიცი, რომ „სალერნიტანას“ ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს, ეს დიდ ენერგიას მმატებს. ბედნიერი ვარ და გარწმუნებთ, რომ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავცემ. ჩემთვის აქ ყოფნა საამაყოა“.

საქართველოს ნაკრების მცველს ავსტრიის ჩემპიონატის მატჩის დროს მომხდარი ამბავი გაახსენეს, როდესაც მეტოქის მოთამაშე სიკვდილს გადაარჩინა და ფიფა-მ სპეციალური ჯილდო გადასცა: „როდესაც ფეხბურთელი მოედანზე უგონოდ დაეცა, ჩემი პირველი რეაქცია მისი დახმარების სურვილი იყო. ფიფა-სგან სამართლიანი თამაშის ჯილდოს მიღება კი დიდი პატივი გახლდათ“.

დასასრულს ლოჩოშვილმა იმ დაუვიწყარ ემოციებზე ისაუბრა, რაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თამაშისას განიცადა: „ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით თამაში უდიდესი ემოცია იყო, ამის გადმოცემა წარმოუდგენელია. ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე წარმოვადგენდი“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ტრამპის არჩევნებისა და კოვიდის შემდეგ, მასზე ინსტიტუციური ზეწოლა დაიწყო, რათა სხვადასხვა კონტენტზე ცენზურა დაეწესებინა

🎥 ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით... რომ დაიბადა, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი და ლექსი დავწერე...“ - ტარიელ ხარხელაური ვაჟის გარდაცვალებას ემოციურად იხსენებს

⭕ხონში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა