გადაცემაში „მამების დრო“ სტუმრად პოეტი ტარიელ ხარხელაური იმყოფებოდა. საზოგადოებისთვის საყვარელი მწერალი შვილის ტრაგიკულ დაღუპვას ემოციურად იხსენებს. მისი თქმით, წინასწარ გრძნობდა შვილის დაკარგვას და იცოდა, რომ ერთად ვერ დაბერდებოდნენ.:
„ამ გადმოსახედიდან გარკვეული დროის შემდეგ ყველა ტკივილის და ტრაგიკული დღის გამო ღმერთს მადლობას ვუხდი. არასოდეს დამისვამს კითხვა ღმერთისთვის - რისთვის ან რატომ? რომ დაიბადა ჩემი ვაჟი თითქოს წინასწარ ვგრძნობდი და მაშინ დავუწერე ლექსი რომელშიც იყო სიტყვები - „არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო შვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია“. ღმერთმა მოგიწყო გამოცდა, გაივლი კი ამ გამოცდას? მე არასოდეს გამიყიდია ჩემი ქვეყანა და მასზე დიდი სიყვარული არ არსებობს. ჩემზე გავლენა იქონია პატარა გოგონამ, რომელიც ერთხელ ფილარმონიასთან შემხვდა. თავიდან ცოტა გამცდა, მოტრიალდა და მიყურებს. მე ვკითხე ჰო არაფერი უჭირდა. მან კი მიპასუხა - შეიძლება თქვენთან მოვიდეო? მოდი შვილო მეთქი - შეიძლება გულში გაკოცოო, ახლაც ცრემლი მერევა. ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა მოგეცეს, რომ ეს შეცვალო. ეს მომიტანა ღმერთმა - დიდი სიყვარული“, - იხსენებს ტარიელ ხარხელაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხონში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
⭕ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას სიდნეიში 9 თებერვალს ჩაატარებს