ბუდაპეშტში 23 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკრივე ლუკა ნიქაბაძემ (-70 კგ) ფინალი რუმინელ დანიელ რაჯ სტოიკანთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ფინალურ შეხვედრამდე მან ბულგარელი რუმენ რუმენოვი, ისრაელის წარმომადგენელი იეჰორ ნოვიკოვი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბერძენ ზაქარია მილონას სძლია.
ტურნირზე ასპარეზობა საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა სამი - ორი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის - მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მედლები მოკრივეებმა - ჰურამან კასუმოვამ (-57 კგ) და გორ აივაზიანმა (-55 კგ) - მოიპოვეს.
ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს სახელით იმყოფებიან.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე
🎥 „ბედნიერი მადლიერების დღე“ - ნუკი კოშკელიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
🎥 „ეს არის უდიდესი ინტუიცია ან ფსიქიკური ქაოსი...“ - რამაზ გიგაური პლანეტა ნეპტუნზე
წყარო: imedinews.ge