Digest Logo

„მადლობა გულშემატკივარს გამხნევებისთვის“- ბუდუ ზივზივაძე

1763275776
ბუდუ ზივზივაძე

ესპანეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:4 მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ.

„ესპანეთის ნაკრებთან თამაში ყოველთვის რთულია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა ნებისმიერი ნაკრებისთვის. წინა თამაშთან შედარებით ამ მატჩში იყო პოზიტიური მომენტები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელმაც გაგვამხნევა. უნდა გქონდეთ ამ გუნდის იმედი.

ამ გუნდს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ მომავალში უკეთ წარმოაჩინოს თავი. ბულგარეთთან თამაში? ნაკრების ყველა თამაში მნიშვნელოვანია, პოზიტიური განწყობით უნდა წავიდეთ ბულგარეთში, იმისთვის, რომ ხასიათი გამოვისწოროთ. დავამატებ იმასაც, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდი ბევრად შეცვლილია.

მოვიდა ბევრი ახალი ფეხბურთელი და ცხადია, ნაკრების ძველ და ახალ წევრებს შეთამაშებისთვის დრო სჭირდებათ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ნაკრები გულშემატკივარს კიდევ გაახარებს“, - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გამარჯვება სრული დომინაციით - ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონის ახალი ჩემპიონია

⭕„თუ ადამიანი არაა მზად ამ სტატუსში ყოფნისთვის, უბრალოდ უნდა შეიკავო თავი...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

წყარო: lagazzetta.ge