Digest Logo

მადონა კოიძე: ისეთი კარმა მაქვს, თითის განძრევაც არ მჭირდება, ყველას ყველაფერი უბრუნდება და ეს მაშინებს

1792656427
მადონა კოიძე

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ და „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ცხოვრებისეულ საკითხებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მორიელის თვისებები და ციფრებისადმი სიყვარული მას მიზნების მიღწევასა და ადამიანების ამოცნობაში ეხმარება, თუმცა აღიარებს იმ ნაკლოვანებებსაც, რომლებიც ზოგჯერ პრობლემებს უქმნის:

– მორიელს სიმტკიცე ახასიათებს და ეს თვისება, პროფესიონალიზმთან ერთად, ძალიან ეხმარება წარმატების მიღწევაში.

მადონა კოიძე: ჩემი სიუჟეტებიდან გამომდინარე, საზოგადოებამ უკვე კარგად იცის ჩემი ხასიათი. საკმაოდ მტკიცე და შეუპოვარი ვარ, მაგრამ ვიბნევი, როდესაც ადამიანი ლმობიერად მხვდება. როცა მას რაღაცას ვუხსნი, ყველაფერში მომყვება, მეთანხმება და ვხედავ, რომ მას გარკვეული ქმედება ჩადენილი არ აქვს განზრახ, შეგნებულად და გაუაზრებლად უშვებს შეცდომას, რადგან შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, ამ დროს ვიბნევი და სულ სხვა რეჟიმში გადავდივარ: ვცდილობ, მას დავეხმარო. ასეთ დროს ჩემში იღვიძებს მეორე თვისება, რაც ბავშვობიდანვე მახასიათებს – ხალხის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და დახმარების სურვილი. თუკი შემიძლია, ვინმეს რამით დავეხმარო, უკან არ დავიხევ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. როცა ვხედავ, რომ ადამიანს ჩემი დახმარება სჭირდება, მე მის გვერდით ვიქნები.

– შეიძლება, ეს თვისება ხასიათის სისუსტედ იქცეს, ანუ ამით ისარგებლონ?

მადონა კოიძე:  სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ადამიანების მიმართ ჩემს კეთილ დამოკიდებულებას ცუდად იყენებენ და მერე გული მტკივა ხოლმე ამის გამო, მაგრამ ბავშვობიდან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ არცერთი ნაბიჯის სანაცვლოდ არ უნდა ველოდო რამეს. როდესაც არაფრის მოლოდინი არ გაქვს, ტკივილიც ნაკლებია. ზოგადად, ყველაზე დიდ ცოდვად და ყველაზე საშინელ თვისებად ადამიანში ღალატი და უმადურობა მიმაჩნია – ჩემთვის ეს ორი ერთ დონეზე დგას.

– მორიელი საიმედო მეგობარი და სასტიკი მტერია. თავისიანებისთვის სიცოცხლეს არ დაიშურებს, მაგრამ სასტიკად გაუსწორდება მას, ვინც აწყენინა.

მადონა კოიძე:  ისეთი კარმა მაქვს, რომ თითის განძრევაც არ მჭირდება – ყველას ყველაფერი უბრუნდება და, სიმართლე რომ გითხრათ, მე ეს მაშინებს. შურისძიება არ მახასიათებს, ამისთვის თავსაც არ შევიწუხებ. შურისძიება ძალიან მდაბალი ადამიანის ქმედებად მიმაჩნია. რატომ უნდა მოვიწამლო საკუთარი აურა და ხასიათი ვიღაცის გამო? ამას არავითარ შემთხვევაში არ ვიზამ, ყველას თავისი მიეზღვება – მე ამის ძალიან მჯერა.

რაც შეეხება მეგობრობას, ჩემი ახლობლებისა და მეგობრებისთვის ნამდვილად არაფერი მენანება. ყველა უზომოდ მიყვარს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გადავწყვიტე პაუზა დასრულდეს...“ - რა სიახლეა რუსკა ქარქაშაძის ცხოვრებაში

🎥 „ორგანიზმში ფარული დაზიანება იწყება“ - ფსიქიატრი თათა ასათიანი ალკოჰოლის სისტემატური მოხმარების საფრთხეებზე

🎥 „ეს ის ტვირთია, რომლითაც ცხოვრება მიწევს“ - პრინცი ჰარი პრინცესა დიანასთან ბოლო საუბარს იხსენებს

✕