Digest Logo

🎥 „მაგ დღეს მივხვდი, რომ მთვრალი არ უნდა მივიდე არსად... დედა შვილს არ აიყვანდა ხელში“ - რას ჰყვება ზაზა ნოზაძე ჩაშლილ კონცერტზე?

1721161507
ზაზა ნოზაძე

რეპერი ზაზა ნოზაძე სტუმრად გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ ისაუბრა, სადაც გაიხსენა ამბავი როგორ აღმოჩნდა კონცერტის მიმდინარეობისას ხელჩართულ ბრძოლაში.

„მაგ დღეს მივხვდი, რომ მთვრალი არ უნდა მივიდე არსად. წავედით ჩემი მეგობრები, რეპერები ჩვენს კონცერტზე. სცენაზე ავედით ძალიან მთვრალები. სცენაზე იმდენი ხალხი ვიდექით, რამდენიც დაბლა. ბევრნი ვიყავით ძალიან. სიმთვრალეში ხომ ემოციური ხვდები. ქვემოდან წყალი ამოგვასხეს, ჩავთვალეთ რომ ეს ქნეს ბოროტად. დავდეთ მიკროფონები და ყველა ქვემოთ ჩავხტით. აიწია მთელი ამბავი, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ჩაიშალა კონცერტი საბოლოო ჯამში. მივხვდი, რომ მსმენელს პატივი უნდა სცე და მთვრალი სცენაზე არ ახვიდე“, - გაიხსენა ზაზა ნოზაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მაშინ ვიგრძენი სიყვარული...მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ბევრი წელი დაკარგული მქონდა გართობაში“ - რას ჰყვება ზაზა ნოზაძე ქალზე, რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა?

🎥 „სიძე ტირის - პატარძალი ამშვიდებს...გვიანია უკვე ძამია ტირილი... გვიანი “ - ნახეთ, ემოციური ვიდეო ჯვრისწერიდან

⭕ „3 თვიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენი ალექსანდრე ჩვენთან არის...“ - ბავშვი, რომელიც 700 გრამი დაიბადა კლინიკიდან სრულიად ჯანმრთელი გაწერეს