Digest Logo

🎥 „მაშინ ვიგრძენი სიყვარული...მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ბევრი წელი დაკარგული მქონდა გართობაში“ - რას ჰყვება ზაზა ნოზაძე ქალზე, რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა?

1721159890
ზაზა ნოზაძე

რეპერი ზაზა ნოზაძე სტუმრად გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ იმყოფებოდა, სადაც სიყვარულზე ისაუბრა.

კითხვაზე, სიყვარულმა თქვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა? - ასე უპასუხა:

„იმ მომენტში როცა არ ველოდი და თან არც ვეძებდი, ისეთ დროს ისეთ ადგილას და ისეთ ეტაპზე გამოჩნდა სიყვარული. მაშინ ვიგრძენი სიყვარული და მივხვდი, რომ თუ რაღაც მსგავსი ურთიერთობა მქონია, ის იყო გატაცება. გამოდგა, რომ უცებ და პირველად შეყვარებული ვარ.

თავდაყირა დააყენა-ში რას ვგულისხმობ, კარგი გაგებით - მე საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა. საყვარელ ქალს შეუძლია იმდენად მაღლა აგიყვანოს, რომ შენს თავს აღარ მისცე უფლება დაბლა ჩამოვიდეს. ცხოვრების სტილი იცვლება და ლაგდება. მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ბევრი წელი დაკარგული მქონდა გართობაში“, - აღნიშნავს ზაზა ნოზაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიძე ტირის - პატარძალი ამშვიდებს...გვიანია უკვე ძამია ტირილი... გვიანი “ - ნახეთ, ემოციური ვიდეო ჯვრისწერიდან

⭕ „3 თვიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენი ალექსანდრე ჩვენთან არის...“ - ბავშვი, რომელიც 700 გრამი დაიბადა კლინიკიდან სრულიად ჯანმრთელი გაწერეს

🎥 „ბოლოს ისეთი სიმღერა შევასრულე, რომ ამ სიმღერის ჩემი ხმით არ შესრულება არ შემეძლო“ - ნინო სურგულაძის შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ მონაწილეობის შესახებ