Digest Logo

„მაგარო კაცო ქედს ვიხრი შენს წინაშე…“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური მილოცვა ლაშა ბექაურს

1722578034
მელიტა ფურცელაძე

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 90 კგ.კატეგორიაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა და ზედიზედ ოქროს მედალს დაეუფლა.

აღნიშნულ სასიხარულო ფაქტს, აწ გარდაცვლილი ახალგაზრდა მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

„გილოცავ ჩემო ლაშა. თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ახლა ვტირი სიხარულით, შენ ჩემი შვილის გულშემატკივარი იყავი, დღეს მე ორმაგად გგულშემატკივრობ ჩემი და ლევანიკოს სახელით

„რა მაგარი კაციაო“ – ამბობდა, ხოდა გაგიმარჯოს „მაგარო კაცო ქედს ვიხრი შენს წინაშე… მადლობა ამ სიხარულის ცრემლებისთვის შვილო“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემზე მეტად არავის არ სტკივა გული, გამოვასწორებ, დანებებას არ ვაპირებ“ - ილია სულამანიძის პირველი კომენტარი

„2000 სოფელი მოვიარეთ, პიპილეთელ მოსწავლეებს ახალი ბიბლიოთეკა ექნებათ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

🎥 „გააკეთე ეს რიტუალი შენი სურვილების სწრაფი მანიფესტაციისთვის“ - როგორ მოვიქცეთ 4 აგვისტოს 15:12 საათზე