
მოკრივე ელენე სიყმაშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც საქმიანობასა და კაცებთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
„რინგს მიღმა შესაჭმელები ვართ. მეუბნებიან კაცებს აბულინგებო. ვაბულინგებ კი არა, მიაყენონ ერთი ადგილი. ჯერ თუ კაცი ხარ ქალის როგორ უნდა შეგეშინდეს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ქალებიც გაყენებენ შეურაცხყოფას. ვიყავი ყველაზე ცუდი, მახინჯი, სასაცილო, მათრიეს რასაც ჰქვია სოციალურ ქსელებში. ერთი ორს დავემუქრე და წაშალეს კომენტარები. კახურად ვაგინე რასაც ჰქვია. ერთმა ისე გამამწარა, მივწერე რა ლამაზი თვალები გაქვს, მეთქი ამყვებათქო, გარეთ მაინც გამოვიტყუო. თითქოს ხვდებიან და არც მომწერა საერთოდ. როგორ მინდოდა გამომეყვანა პაემანზე.
ჩემ სამეგობრო წრეში გოგონებზე მეტად კაცები უფრო მეტნი არიან. მაგნიტივით ვიკრავ ისეთ კაცებს, ვინც მეჭიმება. წავიდეს და გაეჭიმოს კაცს. ბავშვობიდან ვარ ისეთი ადამიანი, რომ არ ვთმობ არაფერს“, - ამბობს ელენე სიყმაშვილი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვინ უნდა იმარხულოს და ვინ არა - მამა ალექსანდრე ბოლქვაძის განმარტება
⭕„ყველაზე ლამაზი და კეთილშობილი...“ - თიკა ფაცაცია ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕„დიდი გრიალი მიბრძანებია...“ - ნინი შერმადინი ლონდოში კონცერტს გამართავს