Digest Logo

მაია ბუწაშვილი: მუნი ძნელად გადადის, ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება

1762696386
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს, რომ მუნის გავრცელების შიში გადაჭარბებულია. მისი თქმით, ინფექცია ზედაპირებიდან პრაქტიკულად არ გადადის, თუმცა რესტორნებში საერთო პლედების გამოყენებისგან თავის შეკავება მაინც მიზანშეწონილია, რადგან ამ გზით სხვა დაავადებების გადადება შესაძლებელია.

„მუნზე შიშის გამო ადამიანები ზედმეტად შფოთავენ და ყველაფრის დასპირტვის ახალი ეპოქა დაიწყო. მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება.

თუმცა გარე სივრცეებში (მაგალითად რესტორნებში) პლედების გამოყენებას თუ მოვეშვებით, კარგი იქნებოდა (და არა მხოლოდ მუნის გამო, სხვა, მაგალითად, სოკოვანი დაავადებებიც შეიძლება გადავიდეს). ეს პრაქტიკა ყოველთვის თვალში მეჩხირებოდა.

მართალია, მუნის გადაცემის რისკი ამ გზით მაღალი არ არის, მაგრამ არსებობს, რადგან კონტაქტი საკმაოდ ხანგრძლივია და თანაც ძნელი დასაჯერებელია, რომ პლედებს ყოველი მომხმარებლისთვის მაღალ ტემპერატურაზე რეცხავდნენ“, - წერს მაია ბუწაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სრულიად სხვაგვარ ბუნებას ატარებს ჰოროსკოპის სუსტი ადგილები... სწორედ ეს სუსტია მტკივნეული“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელით გამოცდა ნოემბერში? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

⭕ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილის ტიტული მიიღო