Digest Logo

მაიკლ ონილი – „მსაჯობით უკმაყოფილო ვარ, პენალტი არ იყო დასანიშნი, გამარჯვება კი დავიმსახურეთ“

1790365020
მაიკლ ონილი

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩის მოგების (1:0) შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.

„ჩემი გუნდის თამაშით და, განსაკუთრებით, დისციპლინით კმაყოფილი ვარ. კვარაცხელიას სივრცე და შესაძლებლობის გამოყენების საშუალება არ მივეცით. მეორე ტაიმში სანიოლმა ჩაკვეტაძე რომ შემოიყვანა, პრობლემა შეგვექმნა. მაგრამ მთლიანობაში საქართველოს ნაკრებს მაინც გავუმკლავდით და მიმაჩნია, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.

მსაჯობით უკმაყოფილო ვარ, პენალტი არ იყო დასანიშნი და შემდეგ იყო კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი. ეს მატჩის შემდეგ მსაჯსაც ვუთხარი. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ამ ჯგუფის ფავორიტად არ მივიჩნევ, რადგან ბევრი ტრავმირებული გვაყვს.

მთლიანობაში ჯგუფი თანაბარია და ყველას შეუძლია პირველ ადგილზე გასვლა. წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი და ვთვლი, რომ შეუძია უნგრეთიც დაამარცხოს და უკრაინაც“, - აღნიშნა მაიკლ ონილიმ.

საქართველოს ნაკრები ერთ ლიგაზე შემდეგ შეხვედრასაც შინ გამართავს – 28 სექტემბერს „დინამო არენაზე“ უკრაინას უმასპინძლებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ვილი სანიოლი – „წამყვანი მოთამაშეების ნაწილს სრული 90 წუთის თამაში არ შეეძლო“

🎥 როგორ ჩაიფიქრონ ზოდიაქოს ნიშნებმა სურვილი 26 სექტემბერს? - რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი

⭕ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

წყარო: 1tv.ge

✕