Digest Logo

მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?

1654536466
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.

„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს", - აცხადებს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 5 მაისს დაადასტურა მაიმუნის ყვავილის ვირუსის 780 შემთხვევა მსოფლიოს გარშემო 27 ქვეყანაში, იუწყება გაეროს ჯანდაცვის ეს სააგენტო 5 ივნისს.

მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.

WHO-ის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ამ დაავადებით შექმნილი საფრთხე "საშუალოა", თუმცა "შესაძლოა გაიზარდოს, თუკი ვირუსი ისარგებლებს საშუალებით, თავი დაიმკვიდროს არაენდემურ ქვეყნებში, როგორც ადამიანებში გავრცელებულმა პათოგენმა".

სააგენტომ დაავადების 207 შემთხვევა აღრიცხა დიდ ბრიტანეთში, 156 - ესპანეთში, 138 -პორტუგალიაში, 58 - კანადაში და 57 - გერმანიაში.

არაენდემურ ქვეყნებში ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ მონაცემები არ არის.

მაიმუნის ყვავილი იწვევს მაღალ ტემპერატურას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, შეციებას, დაღლილობას და გამონაყარს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემო სიყვარულო, ჩემო ძალავ, ჩემო სისუსტევ, ჩემო ყველაფერო!“ - ქეთა თოფურია ქმარს დაბადების დღეს ულოცავს

🔵„ფეხზე მკიდია ტოლერანტობაც, დემოკრატიაც და ევროპული ღირებულებებიც, მე არ ვგმობ ამ თავდასხმას“ - ნათია ბერიძე

🔵„დავინახე ჩემი მხსნელი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ამ საშინელ სიცხეში, საოცარი სიჩქარით მორბის ბაქანზე, ჩემი ტელეფონით ხელში“ - რა შეემთხვა ზურა მანჯავიძეს

წყარო: www.radiotavisupleba.ge