Digest Logo

„მაკდონალდსის პროდუქტი ავიღოთ და მადლობის ნიშნად ქართველ ბავშვებს დავურიგოთ“ - უკრაინიდან ჩამოსული დევნილი

1648023775
მაკდონალსი

საქართველოში ჩამოსულ, უკრაინიდან დევნილ ბავშვებს პასპორტის წარმოდგენის შემდეგ, მაკდონალდსში უფასოდ გაუმასპინძლდებიან – ეს განცხადება „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ  22 მარტს, სპორტის სასახლეში თბილისის მერთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი უკრაინელი ირინა რეზნიკი უკრაინელებს ახალ იდეას სთავაზობს.

„საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს

დღეს მაკდონალდსში უფასოდ გაგვიმასპინძლდნენ.

მაქვს წინადადება, რომ მაკდონალდსის პროდუქტი ავიღოთ და მადლობის ნიშნად ქართველ ბავშვებს დავურიგოთ.  ყველა ადგილობრივს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვი მაკდონალდსში წაიყვანოს.

შემოგვიერთდით. ეს ღიმილი ამად ღირს“,  – წერს ირინა რეზნიკი სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ ვყოფ რუსებად და უკრაინელებად. ჩემთვის სამყარო ახლა იყოფა პუტინისტებად და ანტიპუტინისტებად“ - ქეთი დევდარიანი

🔵„ევროკავშირის წევრობა თეორიულად ყველამ იცის, რომ რაღაც კარგია, მაგრამ უფრო მეტი ილაპარაკეთ მასზე“ - გიორგი ცხადაძე