
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი მალხაზ ხარბედია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მახო ხარბედია გარდაიცვალა. ლიტერატურის მაშინ მაცოცხლებელი კაცი, როცა ყველაფერი მკვდარი იყო.
და ღვინის ტექსტად გარდამქმნელი კაცი.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ „ღვინისა და ვაზის დარბაზია“ , ეგ სივრცე ერთად შევქმენით ოდესღაც.
მადლობა ამისთვის. მადლობა „არილისთვის“. მადლობა იმ საღამოებისთვის, ფეხბურთს რომ ვუყურებდით და სერ ალექს ფერგიუსონზე და სერ ვალტერ სკოტზე ვლაპარაკობდით.
გავაგრძელებთ ოდესმე“,- წერს კეკელიძე.
გავრცელებული ცნობით, მალხაზ ხარბედია ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 🎥 „ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში“ - 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან
⭕ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„შენ დაიბადე იმისთვის, რომ ჩემპიონი იყო“ - ნიცა თავაძე მეუღლეს