Digest Logo

🎥 „მახსენდება ჩემი კლასელები, რომელთაც საჭმელი არ ჰქონდათ სკოლაში, ის თვალები არასდროს დამავიწყდება“- რას ჰყვება რუსკა მაყაშვილი

1703055363
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ინსტაგრამზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

რუსკა სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით ისტორიას იხსენებს და საზოგადოებას მიმართავს.

„ამაზე ორი აზრი არ არსებობს და არავინ იდავებს, რომ სკოლებში იყოს კვება უფასო, დაწყებით კლასებში მახსენდება ჩემი რამდენიმე კლასელი, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება, რომ საჭმელი მოეტანათ სკოლაში და რა თქმა უნდა ჩვენ ვუნაწილებდით საკვებს, მაგრამ ის თვალები არასდროს დამავიწყდება. არსებობენ ოჯახები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, რომ ბავშვებს საჭმელი გამოატანონ სკოლაში, ყიდვაზე ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ 23 დეკემბერს არის მშვიდობიანი მარში, რომ 2024 წლიდან სკოლებში კვება იყოს უფასო“,- ამბობს რუსკა მაყაშვილი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵ნეკა დოროყაშვილი ახალი იმიჯით - მოდელი ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „კარგი მომღერლები ტოვებენ ხოლმე პროექტს“- რას ჰყვება ნინი ბრეგვაძე