„იმედის დღემ“ ამერიკული „ვოისის“ მონაწილე ნინი ბრეგვაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
მომღერალმა პროექტში ყოფნის დროს განცდილ ემოციებზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, მინდოდა ფინალში ყოფნა. ცოტა იმედიც მომეცა, რადგან ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, არამარტო ქართველებისგან და საქართველოდან, არამედ აქ მაცხოვრებლებისგანაც. ხალხი, ვინც პროექტს უყურებს და ამესიჯებს, ალბათ სხვა ჟანრს უსმენს და მოსწონს, მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი თავით. კმაყოფილი ვარ იმ პერფომანსებით, რაც დავდე.
ამ პროექტში ძალიან ხშირად ხდება მსგავსი რამ. კარგი მომღერლები ტოვებენ ხოლმე პროექტს. ჩემ მწვრთნელს, ნაელს ძალიან ეწყინა, რომ დავტოვე პროექტი, როდესაც კამერები არ გვიღებდნენ, ცოტა ვისაუბრეთ და მან აღნიშნა, რომ დაწყდა გული და მითხრა, რომ შეეცდება მაქსიმალურად დამეხმაროს, რომ სწორი ადამიანები ვიპოვო და ჩემი საქმე გავაკეთო“, – ამბობს ნინი.
ნინი საქართველოში ჩამოსვლას გაზაფხულზე გეგმავს.
„ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და როდის ჩავეხუტები სცენიდან ხალხს“. – ამბობს ნინი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნეკა დოროყაშვილი ახალი იმიჯით - მოდელი ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს