Digest Logo

🎥 „მახსოვს ის დღე, როცა სარკეში პირველი ნაოჭი დავინახე...“ - როგორ ინარჩუნებს 65 წლის ეკა მამალაძე სილამაზესა და სხეულის ფორმებს

1765524184
ეკა მამალაძე

მომღერალი ეკა მამალაძე „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც თავის მოვლაზე, სილამაზესა და სხეულის ფორმებზე ისაუბრა. მან ის დღე გაიხსენა, როდესაც სარკეში ჩახედვისას პირველად დაინახა სახეზე გაჩენილი ნაოჭი. 

მომღერალი ამბობს, რომ ნებისმიერ სფეროში ზომიერების მომხრეა, მათ შორის პლასტიკურ პროცედურებშიც. ეკა მამალაძე არ უარყოფს, რომ სილამაზის შენარჩუნებისთვის გარკვეული კოსმეტიკური მანიპულაციები აქვს გაკეთებული. 

გარდა ამისა, მომღერალმა 65 წლის ასაკში არსებულ შეგრძნებებზე ისაუბრა, რომ აღნიშნა, რომ ახლა ბევრად უკეთ გრძნობს თავს:

„იცი როგორ მახსოვს ის დღე, 40 წლის ასაკში პატარა ნაოჭი რომ დავინახე სარკეში? ეს რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაც გამოვიდა და მქონდა ეჭვები, რომ რა ვქნა, როგორ ვიქნები, არ მომეწონა, მაგრამ პატარა საშუალებები არსებობდა, რომ ეს ნაოჭი დამემალა. არ მიყვარს ტყუილები, რომ არა, მე სულ ბუნებრივი ვარ და რაღაც. 

ყოველთვის აღნიშნავდნენ ჩემზე და ნანიზე, რომ კარგი კანის ფაქტურა გვაქვს. არ არის რბილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, რაც შეიძლებოდა გავიკეთე. უკვე ვატყობთ ქალებს არაბუნებრივად დაბერილს, მე ყველაფერში მიყვარს ზომიერება. 

ნანი ყოველთვის მეუბნება, გაიკეთე. ძალიან დაბერილი არ მომწონს, მაგრამ ცოტ-ცოტა თუ დაეხმარები შენს ფიზიკურობას, ძალიანაც კარგი. 

უკვე ვფიქრობ, როგორ ვარ, როგორი ფონია 65 წლის ასაკში. სხვათა შორის ძალიან კარგი, ღმერთმა ქნას ასე წავიდეს. წონაზე მჭირს რაღაცები, „უნდა გავხდე“, მაგრამ ტვინში ბევრად უფრო კარგად ვარ, თავისუფალი, გალაღებული, პირადი მარტოობა საერთოდ არ მაქვს, ჩემს თავთან ძალიან ჰარმონიულად ვარ. 

5-10 წლის წინანდელი ეკა სულ სხვა იყო, შეიცვალა დამოკიდებულებები, ხასიათი. არის რაღაცები, რაზედაც ვბრაზდები, მომეცა მეტი თავდაჯერებულობა, ეს მომწონს. სცენაზეც რომ გამოვდივარ უფრო დამაჯერებელი ვარ. ჩემი ხმა უფრო მაღალი იყო, ახლა დაჯდა. უფრო ღვინდები, გრძნობებს და ემოციებს უფრო ჯანსაღად აკეთებ. 

ჩემს ნამღერს ვუსმენ იმისთვის, რომ გამოვასწორო. დედაჩემს ეზიზღება. რომ ჩაურთო, იტყვის: „გამორთე“.

კვებას რაც შეეხება, ჭამის დროს დედაჩემი ისეთი თვალებით მიყურებს, ლუკმას ვეღარ გადავყლაპავ. ძალიან არ მოსწონს. დედაჩემი სულ მეუბნება: „სუფრიდან გამძღარი არასდროს ადგე! მართალიცაა“, - ამბობს ეკა მამალაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ოქროს დაბადების დღე...“ - გიგი დედალამაზიშვილის და მარინა კარპის შვილი 10 წლის გახდა

პლანეტა ურანს ტყუპების ნიშანში ქაოსი მოაქვს: როგორი იქნება 2026 წელი და რა მიმართულებით გველის ცვლილებები

„დიახ, თქვენ გახდით ჩვენი სიყვარულის ისტორიის ნაწილი!“ - რას წერს გიორგი სარდალაშვილის მეუღლე