Digest Logo

პლანეტა ურანს ტყუპების ნიშანში ქაოსი მოაქვს: როგორი იქნება 2026 წელი და რა მიმართულებით გველის ცვლილებები

1765520716
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

2025 წელი დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა არა მხოლოდ წარსული შევაჯამოთ, არამედ სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წელი "წმენდის წელი" აღმოჩნდა, ბევრი ურთიერთობა, კავშირი დასრულდა, ბიზნესი დაიხურა, ძველი თანამშრომლობა, მეგობრობა შეწყდა. 2026 წელს კი სტაბილურობასა და მნიშვნელოვან ზრდას უნდა ველოდოთ.

ბოლო რამდენიმე წელი დაძაბულობამ იჩინა თავი და 2025 წლისთვის ამ სიტუაციამ პიკს მიაღწია. ყველაფერი 2020 წელს, პლუტონის გავლენით დაიწყო, რასაც ასტროლოგები, სხვა საკითხებთან ერთად, პანდემიასთანაც უკავშირებენ. სიტუაციის გამოსწორება 2026 წელს დაიწყება, მაგრამ მკვეთრი ცვლილება 2027 წლამდე არ არის მოსალოდნელი.

2026 წელი ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. რადგან ასტროლოგიური წელი 1-ელ იანვარს არ იწყება. გლობალური წმენდის პერიოდი კი მინიმუმ გაზაფხულამდე გაგრძელდება. 

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ქრება, ნამდვილად უმნიშვნელოა და მისი გაშვება მარტივად უნდა შევძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარსული შეცდომების გამო კიდევ უფრო დიდხანს მოგიწევთ გადახდა. ეს მიდგომა სიახლეებისკენ გზას გაგიხსნით. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2026 წელს ყველას მოუწევს ცხოვრების ახალი გზის არჩევა, მოსწონს ეს თუ - არა.

ბოლო ხუთი წელი ერთგვარი „მინიშნება“ იყო იმისა, თუ რა მოხდება 2026 წელსა და მომდევნო ათი წლის განმავლობაში. პლანეტა ურანი ტყუპებში გადადის. იმის გასაგებად, თუ როგორი იქნება ეს პერიოდი, უნდა გაიხსენოთ თქვენი ცხოვრება 2025 წლის ივლისიდან ნოემბრამდე - იქ ბევრი მინიშნება იმალება. ხელახლა გადახედეთ თქვენს შეტყობინებებს მეგობრებთან, გადახედეთ თქვენს ფოტოებს და გააანალიზეთ თქვენი დღიურები, თუ რაიმე გაქვთ - ეს მომავალში მხარდაჭერის პოვნას გაცილებით გაგიადვილებთ.

ურანი არის პლანეტა, რომელიც რეფორმებსა და ცვლილებებს განასახიერებს, ხოლო ტყუპები ძალიან ცვალებადი ნიშანია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, კაცობრიობას ონლაინ სამყაროში დრამატულ ცვლილებებს ელის. შესაძლოა, კომუნიკაციის, ინტერნეტზე წვდომის ან თუნდაც კოსმოსში მოგზაურობის ახალი გზები გამოიგონონ. ხელოვნური ინტელექტი უფრო გააქტიურდება და ადამიანებიც სულ უფრო მეტად დაიწყებენ მის მიმართ ნდობას ისე, რომ ფაქტებს ნაკლებად გადაამოწმებენ. ამ კუთხით, პლანეტა ურანს ქაოსი მოაქვს, თუმცა ასტროლოგების თქმით, თამაშში სატურნიც ერთვება და ერთგვარ ბალანსს ქმნის.

2026 წლის ზაფხულში ნეპტუნი ვერძის ნიშანში შედის. ეს იდეალების ცვლილებებისა და შინაგანი ტრანსფორმაციის დროა. 2026 წლის ბოლოს ნეპტუნისა და სატურნის შეერთება გველოდება. აღნიშნული კომბინაცია ილუზიების მსხვრევასა და მოძველებული კავშირებისა და ურთიერთობების საბოლოოდ დასრულებას გამოიწვევს.

სხვადასხვა ცვლილება კი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2026 წელს დაიწყება და სრულად 2027 წელს გამოვლინდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დიახ, თქვენ გახდით ჩვენი სიყვარულის ისტორიის ნაწილი!“ - რას წერს გიორგი სარდალაშვილის მეუღლე

🎥 „რომ აღარ გახდეს საეჭვო და სალაპარაკო, მინდა, ყველამ იცოდეს ჩემი დაბადების ზუსტი თარიღი...“ - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს ტარიელ ხარხელაური

„არ მიყვარს არავის შეწუხება, ზედმეტად ჩემი პერსონის თავზე მოხვევა! ვარ ჩემთვის და მაქვს მარადიული დიალოგი“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი

წყარო: www.beaumonde.ge