ხატია ბურჯანაძე ცნობილი ქართველი ბლოგერი, ინფლუენსერი და კონტენტ კრეატორია, რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი აქტიურად ქმნის გასართობ, შემეცნებით და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს.
მან ბოლო წლების განმავლობაში დიდი ტრანსფორმაცია გაიარა, გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია და თავს კარგად გრძნობს.
იგი გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც ბულინგზე ისაუბრა:
„თავიდან ძალიან მწყინდა, როცა ცუდ კომენტარებს მიწერდნენ. ვფიქრობდი, რატომ დავიმსახურე? რამდენჯერმე პირადშიც მიმიწერია.
მწერდნენ მაშინ, როცა ჭარბწონიანი ვიყავი, თუმცა ახლაც არ მაკლია მსგავსი კომენტარები.
არც ის მოსწონთ, როგორც ახლა გამოვიყურები. ერთი ქალი მახსოვს, მიწერდა ძალიან დიდიაო, თავადაც დიდი იყო, სულ მაბულინგებდა და როცა 59 კილოზე ჩამოვედი, მაშინ დამიწერა, ანორექსია არ აიკიდო, შეჩერდიო.
არასდროს გავითვალისწინებ იმ ადამიანის აზრს, ვისთანაც აზრის საკითხავად არ მივალ“, - ამბობს ხატია ბურჯანაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: