Digest Logo

🎥 „ნერვული სისტემა არის ის ადგილი, სადაც ხდება პროგრამირება და ჩვენი იდენტობა - რა წარმოდგენაც გვაქვს საკუთარ თავზე“ - მარიშკა ქელბაქიანი

1791400576
მარიშკა ქელბაქიანი

სტერეოტიპი არის საზოგადოებაში გავრცელებული, გამარტივებული და ხშირად მცდარი შეხედულება ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, ეროვნების, სქესის ან სხვა კატეგორიის წევრების ქცევის, თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ.

სტერეოტიპები გვეხმარება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაში, თუმცა ხშირად იწვევს წინასწარგანწყობასა და დისკრიმინაციას.

სტერეოტიპებზე გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ნერვული სისტემის რეგულაციის და პიროვნული განვითარების მენტორმა მარიშკა ქელბაქიანმა ისაუბრა:

„ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ხდება პროგრამირება და ჩვენი იდენტობა - რა წარმოდგენაც გვაქვს საკუთარ თავზე.

ოღონდ ეს შეიძლება აბსოლუტურად აცდენილი იყოს იმისგან თუ რეალურად ვინ ვარ მე.

ეს არის რაც მასწავლეს: საზოგადოებამ, მშობლებმა, რელიგიამ, კულტურამ მოახდინა ჩემი ფორმირება.

შესაბამისად ამ წესებით უნდა ვითამაშო, თუ მინდა ამ საზოგადოების წევრი ვიყო... “, - ამბობს მარიშკა ქელბაქიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავიდან ვაქცევდი ყურადღებას „რას იტყვის ხალხი“, მერე გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, ჩემს თავს არ უნდა ვუღალატო“ - ნინო ბარქაია 

🎥 „ვფიქრობ, თავიანთი ცხოვრება არ აქვთ ამ ადამიანებს და ცუდი კომენტარებით ცდილობენ თვითშეფასების აწევას“ - რას ამბობს მაკა ხიზანიშვილი

⭕ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ ფული, ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები ოქტომბერში?

✕