Digest Logo

🎥 „იყო კრიტიკა, რა თქვენი საქმეა საჭე, ქალს რა უნდა ავტობუსთან...“ - რას ჰყვება მძღოლი, რომელიც 18 მეტრიან ავტობუსს მართავს

1791401827
ინა წიქარიშვილი

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი, 32 წლის ინა წიქარიშვილი, რომელიც თბილისში 18 მეტრიან ავტობუსს მართავს, გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც სტერეოტიპებსა და ხალხის შეფასებებზე ისაუბრა. 

როგორც თავად აღნიშნავს, კრიტიკა მის მიმართ ძირითადად კაცების მხრიდან მიდის: 

„32 წლის ვარ, დასაქმებული ვარ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ვმართავ 18 მეტრიან ავტობუსს, ვარ მძღოლი. 

2 წელია კომპანიასთან ვთანამშრომლობ, ძალიან პოზიტიურად არის ხალხი ჩემს მიმართ, მხვდებიან დადებითად, მიღიმიან, მხვდებიან ხალისიანად. 

იყო კრიტიკაც, რა თქვენი საქმეა საჭე, ქალს რა უნდა ავტობუსთან, შედი ქალო „კუხნაში“ და მსგავსი ფრაზები, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას“, - ამბობს ინა წიქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნერვული სისტემა არის ის ადგილი, სადაც ხდება პროგრამირება და ჩვენი იდენტობა - რა წარმოდგენაც გვაქვს საკუთარ თავზე“ - მარიშკა ქელბაქიანი

🎥 „თავიდან ვაქცევდი ყურადღებას „რას იტყვის ხალხი“, მერე გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, ჩემს თავს არ უნდა ვუღალატო“ - ნინო ბარქაია 

🎥 „ვფიქრობ, თავიანთი ცხოვრება არ აქვთ ამ ადამიანებს და ცუდი კომენტარებით ცდილობენ თვითშეფასების აწევას“ - რას ამბობს მაკა ხიზანიშვილი

✕