საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი სპორტულმა გამოცემა The42-მა იმ ფეხბურთელებს შორის დაასახელა, რომლებსაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ.
„პოტენციურ ვარსკვლავების“ ექვსეული ასე გამოიყურება:
- ენტონი გორდონი - ინგლისი;
- არდა გიულერი - თურქეთი;
- ბენჯამინ სესკო - სლოვენია;
- გეორგი სუდაკოვსა - უკრაინა;
- ლამინ იამალი - ესპანეთი;
- გიორგი მამარდაშვილი - საქართველო.
„მამარდაშვილი ტოპ 5 ლიგის ჩემპიონატების მეკარეთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და ისეთი კლუბების ინტერესის სფეროშია, როგორებიც არიან „ატელტიკო“, „ჩელსი“ და „ნიუკასლი“.
EURO 2024-ის ფინალისტთა შორის საქართველოს ნაკრებს კვალიფიკაციაში ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, შესაბამისად, თუ საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ორთაბრძოლაში წარმატების მიღწევაზე ფიქრობს, გიორგი მამარდაშვილზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული", - წერს The42.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული გუნდი 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვისაც გამდიდრება უნდა საფულეები უნდა შეცვალონ“ - როგორ უნდა მოიქცეთ 20 ივნისის შემდეგ?
წყარო: newshub.ge