Digest Logo

🎥 „მაქვს განცდა, ლალის ან ერეკლეს უნდა დავურეკო...“ - ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილ მამასა და ბებიაზე

1770995520
ნინი ბადურაშვილი

მომრერლის, ტელეწამყვანის და მსახიობის ნინი ბადურაშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში PALITRANEWS-ი აქვეყნებს, სადაც იგი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს.

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მამას, რომელზედაც ნინიმ ემოციურად ისაუბრა:

 - გაიხსენეთ მამასთან ბოლო შეხვედრა:

ნინი ბადურაშვილი: ავად იყო და ყველას გვეგონა, რომ უბრალო ვირუსი ჰქონდა. გვეგონა რომ უბრალოდ ანგინა ჰქონდა და ვერ ლაპარაკობდა, რადგან ძალიან ჩახლეჩილი ჰქონდა ხმა. ბოლოს რომ ავედი მასთან სახლში იწვა, მითხრა რომ ძალიან შეუძლოდ  ვარო. არაფრით წარმომედგინა, რომ ეს იქნებოდა ბოლო შეხვედრა, რადგან უბრალო ვირუსი მეგონა.

შეგრძნებაც კი არ მქონია წინასწარ, რომ ეს იყო ბოლო შეხვედრა მამასთან. მასაც ეგონა რომ კარგად იქნებოდა. მეგობრებთან ერთად მივფრინავდი, თითქოს დავემშვიდობე და კარგად ყოფნა ვუსურვე. გეგმები გვქონდა, ფილმის გადაღებების დროს გაცივდა. ჩვეულებრივი ბოლო შეხვედრა იყო.

შემდეგ ჩვენმა ახლობელმა მაჩვენა მესიჯი და ჰქონდა ასეთი სიტყვები მიწერილი: მგონი ჩემი ბოლო მესიჯიაო და აღარ ვიქნები მალეო. სულ ვფიქრობდი, მე რატომ არ მითხრა ასე ცუდად რომ იყო. მე ნამდვილად არ ვიცოდი ასე ცუდად, რომ იყო. როცა ბოლოს მივწერე და პასუხი არ დამიბრუნა, მაშინ მივხვდი რომ ძალიან ცუდად იყო. დავრეკე სახლში, ლალიმ მითხრა, რომ ჰყავდათ სასწრაფო. გვთხოვეს გადაგვეყვანა, ვირუსია და კარგად იქნებაო. წარმოუდგენელი იყო ვირუსით გარდაცვალება ადამიანის ჩემთვის.

ძალიან რთულია ჩემთვის, 6 წელი გავიდა 2019 წელს გარდაიცვალა. სახლში რომ მივდიოდი ასეთი ჩვევა მქონდა: აუცილებლად უნდა დამერეკა და ჩამებარებინა მისთვის დღის გეგმა. მაქვს მომენტები და როცა არ მახსოვს მისი გარდაცვალება, განცდა იმის რომ უნდა ავდგე და ლალის ან ერეკლეს უნდა დავურეკო იმაზე, თუ რა მოხდა დღეს. მერე ვაანალიზებ რომ ეს ადამიანები ცოცხლები აღარ არიან. იმდენად დიდი ადგილი ეკავათ მათ ჩემ ცხოვრებაში, ვერ ვხვდები რანაირად აღარ არიან. როგორ არ შემიძლია ავდგე და დავურეკო, მოვუყვე ამბავი რა მოხდა დღეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პიკნიკი და ნაყინი თოვლში...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიკა კვარაცხელია

⭕ „ჯანსაღი ურთიერთობების შექმნა რთულია, თუ ბავშვობაში ერთხელაც არ გვქონია ნორმალური ემოციური კავშირი...“ - ასტროლოგის რჩევები

🎥 „ყველაფერი გიხდება“ - რუსა ჩაჩუა სავალენტინო ფოტოსესიიდან ახალ კადრებს აქვეყნებს