Digest Logo

„მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო!წამალს იკეთებდა, 15 წლის და მომტაცა, გამიუბედურა! არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება“ - მარიამ მაზიაშვილის და ყოფილ სიძეზე

1686210093
მარიამ მაზიაშვილი

27 წლის მარიტა მაზიაშვილი 31 წლის ყოფილმა მეუღლემ თოკით გაგუდა, შემდეგ ცხედარი საბარგულში ჩადო და ხევში გადააგდო. საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გოგონა გამუდმებით მუშაობდა და არჩენდა 11 წლის შვილს.

მარიტა მაზიაშვილის დის - მაია მაზიაშვილის თქმით, ბრალდებული თავის დას შერიგებას სთხოვდა და ემუქრებოდა:

„მარის არ უნდოდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა. მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო. მიცნობდა, ისარგებლა იმით, რომ აქ არ ვიყავი და ეს გააკეთა. იცოდა, რისი გამკეთებელიც ვიყავი და იცოდა, რა გავუკეთე, როცა 15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა“.

მაია მაზიაშვილი უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილ სიძეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, ბრალდებული წამალდამოკიდებულია და მკურნალობის კურსს კლინიკაში სწორედ ამიტომ გადიოდა. 

„ტყუილია, ტყუილია. კი იწვა, მაგრამ იწვა იმიტომ, რომ წამალს იკეთებდა. ამიტომ გაშორდა ჩემი დაც, რომ ხელს არ ანძრევდა, არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება და სულ გაშტერებული დადიოდა. ჩემი გაზრდილი იყო ეგეც და ჩემი დაც, ორივე. დაწერეთ, ყველგან დაწერეთ, რომ მკვლელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა მაია მაზიაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება

📸  „მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ…“ - ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კვარას ხელმოწერით ტატუ გაიკეთა, რა ფოტოს ავრცელებს ემიგრანტი ჟურნალისტი

🔵 კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა