
მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან კანადაში - ცეცხლმა ასობით ტყე მოიცვა. 4 მილიონამდე ჰექტარი უკვე დამწვარია, რაც 15-ჯერ აღემატება 10 წლიან საშუალო მაჩვენებელს.
ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა. მიზეზი სწორედ კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრები გახდა. ექსპერტთა განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ქალაქში სახიფათო დონეს მიაღწია.
ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა უკვე მოუწოდა მოსახლეობას, თავის შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან.
ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში საჰაერო რეისები გადაიდო.
ანალოგიური ვითარებაა კანადაში, სადაც ტყის ხანძრებს რამდენიმე კვირაა ებრძვიან.
ძლიერი კვამლია კვებეკში, ოტავასა და ტორონტოში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩემი 18 წლიანი გამოცდილებიდან, პატარა რჩევა მინდა მივცე“ - ვის მიმართავს რეპერი „მასტერი“