„არ ვიცი, რა მიხარია ასე ძალიან, რომ ცრემლი მადგება, გილოცავთ შესანიშნავ შენობაში დაბინავებას, თქვენთან ყოფნა ერთი დიდი ბედნიერებაა“, – ამის შესახებ კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა განაცხადა.
მარიკა კვალიაშვილი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
„პირველივე დღიდან მახსოვს ტელევიზიის გახსნა. ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან ხშირად გვიწვევდნენ ხოლმე, მეც სულ პატარა გოგო ვიყავი და იქიდან მოყოლებული, თქვენს გვერდზე დგომა, თქვენთან ყოფნა ერთი დიდი ბედნიერებაა“, – განაცხადა მარიკა კვალიაშვილმა.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც ანა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში ოფიციალურად გაიხსნა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შენც მათი ანგელოზი ხარ...“ - ნინო ცქიტიშვილი „ვიქტორია სეკრეტის“ შოუდან ფოტოებს აქვეყნებს
🎥 რატომ დუმს ჯასტინ ბიბერი P Diddy-ს სკანდალზე და რას წერს მსოფლიო მედია