
39 წლის ასაკში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მარიკუნა საქართველოში ჩამოასვენეს და დედის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
მას ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დაემშვიდობნენ.
მარიკუნას ძმა, გიორგი ფერაძე დის ფოტოებს აქვეყნებს წარწერით: „დაო, მიყვარხარ! და ეს სამუდამოა!“,- წერს გიორგი ფერაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„...გვინდა ქუჩაში მცხოვრები ცუგოები გავახაროთ...იდეის განხორციელებისთვის გვჭირდება დახმარება, ვეძებთ ადამიანებს, კომპანიებს, სპონსორებს“ - მებო ნუცუბიძე
🔵„კარგად ვეღარ ვხედავ, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ისევ ისე ვმღერი“ - თათია კობალაძე