![ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილი](https://digest.ge/uploads/files/2022/10/13/31153/marita-mefarishvili_w_h.jpeg)
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება.
სასამართლო პროცესი დღეს 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.
ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები, თანამშრომლები და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.
ასევე, დააკავეს საექსპერტო კომპანია „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართულები იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური, პირადი და პროფესიული როლების არცოდნა“ - ნათია ფანჯიკიძე
🔵„იმ დღეს გავიგეთ, რომ ბატონი გენოს შვილის დაკრძალვა იყო, მოვიდა და იმღერა...“ - ნიკა წულუკიძე
🔵„ადამიანის რაობა სხვა კი არაფრით არის განპირობებული - ჩვენ აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამი ვართ“ - გიორგი კეკელიძე