UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილის და ჰენრი სეხუდოს ჩხუბს მარკ ცუკერბერგი ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ცუკერბერგი მერაბის გულშემატკივარია.
გამარჯვების შემდეგ „მეტას“ შემქმნელმა სოციალურ ქსელში „სთორი“ გამოაქვეყნა და ქართველს გამარჯვება მიულოცა.
„ბოლო რამდენიმე თვეა, მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია და დღეს, ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა. როგორც ხედავთ, მძიმედაც კი არ ვსუნთქავ, რადგან სპორტდარბაზში ყოველდღე ვვარჯიშობ და ვიბრძვი. მეორე რაუნდი ყელში მარგად მქონდა წაჭერილი, მაგრამ რამდენიმე წამი იყო დარჩენილი და ვერ დავაფინიშე. ჩემი მიზანი ყველა რაუნდში დომინაცია და დამაჯერებლობაა. 3 რაუნდი არაფერია, 10-რაუნდიანი ბრძოლა მომეცით. სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ! ახლავე ვეჩხუბები! ყველანი მიყვარხართ! მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ს!“ – თქვა მერაბმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია თებერვლის თვის კარიერული გამოწვევები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის? - სოფია ბზეკალავას პროგნოზი
🎥 „ჩემი სიყვარული 22 წლის...“ - ნახეთ როგორ ულოცავენ ლელა წურწუმია და მამულიჩა შვილს დაბადების დღეს