მარნეულში 50 წლამდე კაცი დაჭრეს. როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულს 3-იდან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მადლობა ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის ვინც მომილოცეთ!“ - ნოდიკო ტატიშვილი იუბილარია