ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე სოცქსელში წერს, რომ 10 ქართველი ემიგრანტი ისრაელში შეიკრიბა და 5 საათის განმავლობაში 1 000 ხაჭაპური, ლობიანი და კარტოფილის ღვეზელები მოამზადეს, რომელიც შემდგომ ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებისთვის მიჰქონდათ.
„შაბათს ღამით, ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ქალებმა მებრძოლებისათვის ხაჭაპურები დააცხვეს.
10 ქართველი 3 ლოკაციაზე გადანაწილდა და 5 საათის განმავლობაში 1000 ხაჭაპური, ლობიანი და კარტოფილს ღვეზელი მოამზადა.
ცხელ-ცხელი ქართული სამზარეულო მანქანებით ფრონტზე გაჰქონდათ და ჯარისკაცებს ურიგებდნენ.
აბა რა! მადლობა და ბრავო, ქალბატონებო!“, - წერს მიხეილ ხაჩიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მადლობა ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის ვინც მომილოცეთ!“ - ნოდიკო ტატიშვილი იუბილარია