Digest Logo

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

1775506340
ხარების დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია.

სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მართლმადიდებლებისთვის თევზით ხსნილია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მისთვის ფუფუნება არ არსებობდა, მადლობა ღმერთს, რომ იგი მოგვივლინა მხსნელად“ - გურამ ურჩუხიშვილი მეფე ერეკლეზე

„მიყვარს და ძალიან მომწონს ეს კარგი გოგო“ - ნინი ბადურაშვილი ფოტოგრაფის ობიექტივში

„აბიბის თვე“ - პერიოდი, როცა ღმერთმა თავისი ერი გადაარჩინა და კავშირი, რაც აღდგომის მოძრავ თარიღს განაპირობებს