Digest Logo

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - ღამის თევის მსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება

1745088381
აღდგომა

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამის თევის მსახურება შესრულდება.

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.

ღამის თევის მსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება. ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ტაძარში ჯერ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს წაიკითხავენ. ტრადიციულად, მსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ამასთან, მსახურებაზე ეკლესიებში განაწილდება იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი. ასევე, წაიკითხავენ კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. მსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირები მრევლის მიერ ეკლესიებში ღამის თევაზე მიტანილ პასქებსა და წითელ კვერცხებს აკურთხებენ.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც წელს 3 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა და იქიდან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარი ქალი ხარ...“ - შორენა ბეგაშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „მთვრალი ვარ...ამიტომ ვმღერი...“ - დედა-შვილების საოცარი შესრულება

⭕„როცა ღმერთმა ეგვიპტეში ყველა ყრმა დახოცა, ებრაელებს კი თავიდან აარიდა უბედურება...“ - ხათუნა ნოელი აღდგომის დღესასწაულზე ინფორმაციულ პოსტს აქვეყნებს