Digest Logo

„როცა ღმერთმა ეგვიპტეში ყველა ყრმა დახოცა, ებრაელებს კი თავიდან აარიდა უბედურება...“ - ხათუნა ნოელი აღდგომის დღესასწაულზე ინფორმაციულ პოსტს აქვეყნებს

1745084497
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს,  სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე წერს:

„რატომ არის აღდგომა მოძრავი?
იმიტომ, რომ ის დაკავშირებულია ებრაელებისათვის უმნიშვნელოვანეს პასექის დღესასწაულთან, რომელიც არის მოძრავი.
პასექი გახლავთ ებრაული დღესასწაული, რომელიც ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა 400-წლიანი მონობიდან. სიტყვა „პასექი“ მომდინარეობს ებრაულიდან და ნიშნავს გვერდის ავლას. ის მიუთითებს იმ დროზე, როცა ღმერთმა ეგვიპტეში ყველა ყრმა დახოცა, ებრაელებს კი თავიდან აარიდა ეს უბედურება.
თუ ეს ებრაული დღესასწაულია, რა შუაშია
ქრისტიანობასთან?

იმ შუაშია, რომ პირველი სამი სახარების - მარკოზის, მათეს და ლუკას მიხედვით, იესო ჯვარს ეცვა 15 ნიშანს, პასექის დღესასწაულის პირველ დღეს. ანუ ჯერ უნდა იყოს პასექი, ჯვარცმა და შემდგომ აღდგომა.
ესე იგი ჯერ უნდა გამოთვლილ იქნეს, როდის უწევს პასექი და შემდეგ გამოითვალოს აღდგომაც.
პასექის გამოსათვლელად ებრაელები იღებდნენ გაზაფხულის ბუნიობას და მის შემდეგ პირველი სავსემთვარეობიდან მომდევნო კვირა დღეს იწყებოდა ერთკვირიანი დღესასწაულობა.

და რადგან მთვარის ციკლი არაა თანაბარი, სავსემთვარეობაც და შესაბამისად აღდგომაც ყოველ წელს ერთი და იგივე რიცხვს არ ემთხვევა. ანუ რადგან მთვარე სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროს ივსება, პასექისაც და აღდგომის აღნიშვნის თარიღიც მოძრაობს.

უბრალოდ მნიშვნელოვანი დათქმა ისაა, რომ მართლმადიდებლური წესით აღდგომა უნდა ჯდებოდეს 3 აპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში. და არავითარ შემთხვევაში არ ემთხვეოდეს თვითონ პასექს. ეს დათქმა ნიკეის საეკლესიო კრებაზე 325 წელს დადგინდა.

იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული აღდგომის ერთიანი კალენდარი, ამიტომ გადაწყდა, რომ აღდგომა მთელ იმპერიაში ერთდროულად აღენიშნათ, ალექსანდრიის პატრიარქი დაადგენდა დღესასწაულის თარიღს და აცნობებდა მას სხვა თემებს.

თუმცა კათოლიკეებისთვის ეს პერიოდი 22 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლითაა.
რატომ ხდება ესე, რატომ არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება? იმიტომ რომ ჩვენი სამღვდელოება ჯერ ისევ ძველი კალენდრით, ე.წ იულიუსის კალენდრით სარგებლობს, ხოლო კათოლიკური ახალ, გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა.

გაზაფხულის ბუნიობის დღე, იულიუსის კალენდრით 21 მარტი, შეესაბამება გრიგორიანული კალენდრით 3 აპრილს.
თუმცა, რადგან გარკვეული პერიოდი ამ ორ მოცემულობას შორის საერთო დაფარვისაა, კერძოდ კი 3 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომა ერთმანეთს ემთხვევა. აი, ისე, მაგალითად, როგორც წელს, 20 აპრილი იქნება ორივესთვის. ასე იყო 2017 წელსაც, როდესაც ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა აღინიშნა 16 აპრილს.

მე-20 საუკუნეში ცდილობდნენ აღედგინათ ქრისტიანული სამყაროს აღდგომის ერთიანობა . 1923 წელს კონსტანტინოპოლში გაიმართა „პან-მართლმადიდებლური“ კონფერენცია , რომელმაც დაამტკიცა ეგრეთ წოდებული ახალი იულიუსის კალენდრის პროექტი. აღდგომასთან დაკავშირებით კონფერენციამ მიიღო კანონი, რომლითაც გააუქმა გამოთვლები ნებისმიერი ციკლის საფუძველზე და დაწესდა, რომ წმინდა აღდგომა აღინიშნა გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველი სავსემთვარეობის შემდეგ პირველ კვირას.. სამწუხაროდ ამან შედეგი არ გამოიღო.

რეალურად რომ ვთქვათ, აღდგომის თარიღი მზისა და მთვარის ციკლებზე არის დამოკიდებული. ეს კი უკვე ასტროლოგიაა.

ქართული ფრესკა აღდგომის სურათით სვანეთის ერთ-ერთი ტაძრიდან“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, ერთ რაღაცას მივხვდი...“ - ანტონიო კონტე

⭕„მომაკვდავმა შვა დიონისე, სუსტი უდღეური ყმაწვილი, რომლის სიკვდილიც მამამ არ დაუშვა...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი?

⭕„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა...“ - ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ