
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მე-8 ტური გაიმართა.
აუტსაიდერები პანდას და სუპერგმირის კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები გახდნენ. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა სუპერგმირს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ნინო სურგულაძეს ჰქონდა მორგებული.
ნინო სურგულაძემ ემოციებზე და გამოცდილებაზე „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.
„მთელი ხიბლი იმაში არის, რომ არავინ იცის ვინ ხარ და ყველას აქვს საშუალება იფიქროს და წარმოიდგინოს თავისთვის საყვარელი პროფესიის ადამიანი, ამავდროულად შენ შემოქმედებით გუნდთან ერთად შეგიძლია შექმნა საინტერესო პერსონაჟი.
პროექტში მთავარი გარდასახვაა და ამას თავიდან ვცდილობდი, და როგორც ჩანს გამოდიოდა. მაგრამ ბოლოს ისეთი სიმღერა შევასრულე, რომ ამ სიმღერის ჩემი ხმით არ შესრულება არ შემეძლო, ამას ვერ ვაკადრებდი ამ სიმღერას“, - ამბობს ნინო სურგულაძე.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საუკეთესო მეგობარი, მიყვარხარ“ - დათუნა მგელაძეს მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს