
საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მე-11 სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული ნინი შარუხიამ მოიპოვა.
გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.
ქართული მასტერშეფის ისტორიაში პირველად, ფინალში ოთხი მონაწილე იყო. ნინი შარუხიასთან ერთად, „მასტერშეფის“ ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ სალომე ჭულუხაძე, არი პარკი და ვალერი მახარიაშვილი.
ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს – „მასტერშეფის“ მე-11 სეზონი საქართველოს პირველ არხზე 2024 წლის 10 ნოემბერს დაიწყო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 დაკავებულია სერიული პედოფილი - აიძულა, ინტიმური ვიდეოები გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ
🎥 „ძალიან საინტერესოა ცხოვრება...“ - მსახიობი გია ბურჯანაძე სცენაზე დაბრუნდა