სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების ტერიტორიაზე მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.
როგორც ცნობილია, დაღუპული ოჯახის წევრებთან ერთად ლიანდაგის მიმდებარედ მუშაობდა.
21 წლის ახალგაზრდა საპირისპირო მხარეს გადასვლას აპირებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕26 სექტემბერს ქეთევანობა აღინიშნება
⭕„წარმატება, ფული და საბედისწერო მოვლენები...“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი 26 სექტემბრის ენერგიებზე