ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.
ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოწამვლის რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვაა აუცილებელი ესენია: პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება, სწორად მომზადება და სუფთა ხელები.
„პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს უმი და მზა საკვების განცალკევებით განთავსებას, მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია წყლისა და ნედლეულის უსაფრთხოება. ხილი, ბოსტნეული და მწვანილი მოხმარებამდე გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით. თუ სასმელი წყლის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, იგი აუცილებლად უნდა ადუღდეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა - ხელების ხშირი და გულდასმით დაბანა საპნითა და წყლით, განსაკუთრებით საკვების მომზადებამდე და ჭამის წინ“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეიდან ერთი თვე მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანს გადის“ - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕25 ივლისი: „დღე დროის გარეშე“ - უნიკალური პერიოდი ბედ-იღბლის კორექციისთვის
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 23 ივლისის ენერგიებზე