Digest Logo

„სიყვარულს შევეშვი... მინდა, ჩემ გვერდით იყოს ჩამოყალიბებული გოგო“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი პირად ცხოვრებაზე

1761209489
 ალექსანდრე ზაზარაშვილი.

ამერიკაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა, კიდევ ერთი ჯილდო აიღო  - ქართული დიასპორის ნომინანტი გახდა, ანუ მიიღო წოდება ადამიანის, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს პოპულარიზაციაში საზღვრებს გარეთ.

დაჯილდოების ცერემონიალი მალტაზე გაიმართა, სადაც 19 წლის მომღერალს დედაც ახლდა.

პირად ცხოვრებაზე მომღერალი „სარკეს“ ესაუბრა:

ალექსანდრე ზაზარაშვილი:

- ჩემი და, და დედა ჩამოვიდნენ. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მე და დედა ერთად ვიყავით საზღვარგარეთ და თან დაჯილდოებაზე. იმისდა მიუხედავად, რომ ამხელა მონატრება გვქონდა ერთმანეთის მიმართ მე და დედაჩემს, არც ერთს გვითქვამს სიტყვა „მენატრები“, რადგან ძალიან მტკივნეული იქნებოდა ეს ჩვენთვის. ისედაც ვიცოდით, რა ხდებოდა ჩვენს გულებში და ერთმანეთი როგორ გვენატრებოდა. იმდენად მძიმე იქნებოდა ჩვენთვის ამ სიტყვის წარმოთქმა…

-  სიყვარულიც ხომ არ გეწვიათ ამერიკაში?

- სიყვარულს შევეშვი… ერთი წელი ვიყავით ერთად და მერე დავშორდით… მინდა, ჩემ გვერდით იყოს ჩამოყალიბებული და ძლიერი გოგო…“, - ამბობს ახალგაზრდა მომღერალი.

ასევე დაგაინტერესებთ:

თვის მთავარი ფავორიტები: ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბერში განსაკუთრებული წარმატება ელოდება

„იწყებთ სწავლას და ხვდებით, რომ ის არ გაკმაყოფილებთ, ან უფრო ღრმად იგებთ თემას...“ - რამაზ გიგაური მერკურის მოსალოდნელ „მარყუჟზე“

🎥 „ოპა... ყოჩაღ, ეს რა ქენი“ - სალომე შარვაძის სახალისო ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

წყარო: sarkenews.ge