ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში და ესპანურ კლუბ „ლევანტეში“ აქტიურად მოღვაწეობს, სტუმრად ლეგენდარული მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის გადაცემაში „ნონა Talks“ იმყოფებოდა.
ფეხბურთელმა ნონა გაფრინდაშვილისგან შესანიშნავი კომპლიმენტიც დაიმსახურა:
„როგორც თქვენს მსჯელობთ და ლაპარაკობთ, მე პირდაპირ შემიძლია კომპლიმენტი გითხრათ - თქვენ ხართ ჩამოყალიბებული ლიდერი. აბსოლუტურად ასეა. შევადარებ ახლა ჭადრაკს - ორი ნიჭიერი ზის და თამაშობს ჭადრაკს. მაგრამ არის კომპონენტები, რომლებითაც ჯამში უნდა მოუგო თამაში მოწინააღმდეგეს. მარტო ნიჭიერებით ვერ მოუგებ. ამ კომპონენტებში შედის - ფსიქოლოგიური მდგომარეობა, კარგი ნერვები, ჯანმრთელობა, სპორტული ხასიათი. თქვენში ემატება კიდევ ანალიზი და შედარების ხასიათი“, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ფორმულა 1-ის ყოფილმა მრბოლელმა, რალფ შუმახერმა განაცხადა, რომ გეია