![ტეოდორე გიგნაძე ტეოდორე გიგნაძე](https://digest.ge/uploads/files/2024/10/15/60402/teodore-gignadze_w_h.jpeg)
ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას:
„ეშმაკი აცდუნებს პირველ ადამიანს და ამით ღმერთს უგებს ომს;
თევზისთვის, ძაღლისთვის ან ხვლიკისთვის კი არ მიდის ომი - ომი მიმდინარეობს ადამიანის გამო,
იმიტომ, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი არსება, რომელიც ღვთის შვილი უნდა გახდეს;
ეშმაკი ღმერთს ვერაფერს დააკლებს,
მაგრამ ადამიანს, როგორც ღვთის ხატს, ებრძვის ბოროტი სული
და პირველი ბრძოლა მოიგო ეშმაკმა;
და მე თუ ქრისტე მიყვარს, ეს არ უნდა აღძრავდეს მოშურნეობას ბრძოლისათვის?!
ადამმა წააგო ომი,
მერე სინანულით დაბრუნდა უფალთან,
წააგო ომი და ღმერთმა აპატია, ღმერთი კი ასეთია, მაგრამ
ვიცით რის ფასად მოხდა ეს,
არა იმ ფასად, რომ ჰო, კარგი, მიპატიებია - არა,
ისევ ადამიანმა გაიმარჯვა ქრისტეში, ეშმაკის წინააღმდეგ...
და ჩვენ რომ ვიცით, რომ ჩვენი პირველმშობელი გულში ღმერთმა წააგო ომი ეშმაკთან,
ჩვენ საღმრთო მოშურნეობით არ უნდა აღვიჭურვოთ?!
არ უნდა მოგვინდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავამარჯვებინოთ ეშმაკს?!
ამიტომ,
ჩვენ ვომობთ,
ადამიანი მოდის, როგორც მეომარი ამ სამყაროში,
თავის წილი უნდა იომოს,
ადამი დამარცხდა
და ჩვენ ჩვენი წილი უნდა ვიომოთ,
არ უნდა აღმოვჩნდეთ ჯოჯოხეთში,
ჩვენ უნდა ვიომოთ ეს ომი,
გესმით?!
ეს ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს,
ეს ჩვენი ღირსებაა,
ამიტომ გვეუბნება - „მოგიძულებენ, მაგრამ უნდა მოითმინო“
და ამ მოთმინებაში,
ჩვენს გულში,
უნდა გაიმარჯვოს ქრისტემ!“, - ნათქვამია ქადაგებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილე...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს გვიზიარებს