
ტელეეკრანებიდან გამქრალი ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ოჯახურ თუ ყოველდღიურ კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. იგი თავისი ხმაურიანი განცხადებებით თუ შეფასებებით მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და აქტუალობას ბოლო რამდენიმე წელია არ კარგავს.
ხატია სიჭინავას და სპორტსმენს, რამაზ ნოზაძეს 14 წლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.
ისინი ამჯერად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდნენ, სადაც თავიანთ სიყვარულზე ისაუბრეს:
„ზოგადად სირთულე დაოჯახების შემდეგ იწყება და თუ სიყვარულია მაშინ ამ სირთულეებით ბევრ რამეს სწავლობ. ძალიან დიდი პლუსი აქვს განსაცდელის ერთად გავლას. ამ დროს უფრო გაქვს ადამიანის იმედი და იცი, რომ თუ ფეხი წაგიცდება ის დაგიჭერს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც თვითშეფასება ჰქონდა ყოველთვის მაღალ დონეზე. ასეთივეა რამაზი. სწორედ ამიტომ არ ვარ ეჭვიანი. თქვენ თუ გგონიათ დღეს არ უნდათ ჩემ ქმართან ყოფნა ძალიან ცდებით. მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მოსწონს. მე ვარ მე, ჩემი შეცვლა ძალიან რთულია“, - ამბობს ხატია სიჭინავა.
გადაცემაში ასევე რამაზ ნოზაძემ მეუღლე შეაქო და თქვა, რომ საუკეთესო მეუღლე ჰყავს:
„ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ეს ადამიანი გამომიგზავნა და ავირჩიე. არ არის მარტივი ოთხი შვილის გაზრდა. ვცდილობთ რომ ის სიყვარული, რომელიც ერთად დავთესეთ გადაიქცეს დიდ ხედ. მიხარია რომ ჩემი მეუღლეა, ასეთი ლამაზი მშვენიერი განათლებული და საოცარი აზროვნებით. ხატია არაჩვეულებრივი გამოდგა და მე ვერც წარმომიდგენია სხვანაირად ჩემი ცხოვრება“, - ჰყვება რამაზ ნოზაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უზარმაზარი ვარდების თაიგული და ძვირფასი სამკაული“ - როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა ვალენტინობა?