Digest Logo

🎥 „მე ზურაბ მჟავიას ერთგული და აღტაცებული მსმენელი ვარ...“ - მარიკა კვალიაშვილი

1747854022
მარიკო კვალიაშვილი

მუსიკოსი მარიკა კვალიაშვილი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც კომპოზიტორ ზურა მჟავიაზე ისაუბრა:

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, იმისათვის რომ ასეთი მოკრძალებული და მოწიწებული ადამიანი, რომელიც არავის არ აწუხებს, დღეს თქვენთან არის.

რაც შეეხება ჩემ ზურიკო მჟავიას, მე მისი ერთგული და აღტაცებული მსმენელი ვარ. პირველად როდესაც მოვისმინე, არც ვიცოდი ვინ იყო ზურა. „დეკემბერი დეკემბერი იყო“ მაშინ არ გვქონდა საშუალება გადაგვეხვია. რომ მოვისმინე გულში ჩამრჩა და დავინტერესდი ვინ იყო ეს ახალგაზრდა, რომელიც ასეთ გენიალურ სიმღერებს წერდა. ამეკვიატა ზურა მჟავია.

ვადევნებ თვალს და ყოველთვის გამიხარდება ახალი ნაწარმოების მოსმენა. ასევე გამიხარდება მისცენ მას საშუალება აიყვანონ დიდ სცენაზე და დიდი, წარმატებული კონცერტი ჩაატაროს“, - ამბობს მარიკა კვალიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პროსტატის კიბო: ნიშნები, სიმპტომები, მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები

🎥 „ბუნების დაცვა იყო მთავარი, რამაც ამ პროფესიამდე მოსვლა გადამაწყვეტინა…“ - გაიცანით 24 წლის რეინჯერი, თამარ ბექაური

⭕ „ვერ გავაშვებინეთ ხელი... თქვენთანაც ასეა?!...“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ხატიაშვილი?