მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა, სადაც მის იუბილესთან დაკავშირებულ სამზადისზე ისაუბრა.
მსახიობი 6 ნოემბერს 65 წლის გახდა, აქედან 45 წელი კი სამსახიობო ხელოვნებას ემსახურება და სცენაზე საზოგადოებას ანებივრებს:
„სპექტაკლი, რაც თქვენ იხილეთ დიდი შრომის შედეგია. შემდეგ გაჩნდა ჩემი კოლეგებისგან საუბრები იუბილესთან დაკავშირებით. ცოტა არ იყოს ეს სიტყვა მაშინებს. რაც მიკეთებია ყველაფერი ამ სპექტაკლში იყრის თავს, იქნება ეს ახალგაზრდებთან მუშაობა, ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობა თუ სხვა. თუმანიშვილის ამ დიდმა მეგობრობამ, პროფესიულმა, ურთიერთპატივისცემამ გააკეთა ის, რომ მე 45 წელი მის სცენას ვემსახურები. ჩანაფიქრი არ მქონია, რომ ასეთი პოპულარული გავხდებოდი, რომ მივედი თეატრში მხოლოდ თამაში მინდოდა“, - აღნიშნა რუსუდან ბოლქვაძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოძებნეთ და იგრძენით ის ბედნიერება, რასაც მე განვიცდი ახლა...“ - ანი ბებია ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს