
5 იანვარს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში, სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ, რომელიც ხანძარს გადაურჩა.
ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული არასრულწლოვანი დედმამიშვილების მშობლები გაშორდნენ:
„ძალიან რთულია ჩემთვის ამ განცხადების გაკეთება, ამ თემაზე ლაპარაკი.
როცა ჩვენი პატარების ამბავი მოხდა, ძალიან დიდ შოკში ვიყავი, ვტიროდი, ხმები მესმოდა, რა ხდებოდა აზრზე არ ვიყავი, წამლებით ვიყავი გაბრუებული.
მაგ ადგილას ყოფნა ჩემთვის ძალიან ძნელია, მიჭირს ჩემი პატარების გარეშე ყოფნა, ჩემს გულში რა ხდება არავინ იცის, რას ვგრძნობ.
მეგონა ამ დიდ ტკივილს მეუღლესთან ერთად გადავლახავდი, მაგრამ ასე არ მოხდა! ბავშვების ამბის მერე დავიწყე ფიქრი ახალ ანგელოზზე, ჩემს შვილებს გააცოცხლებდა ის ანგელოზი.
ჩხუბი მოგვივიდა მაშინ, როცა პატარები გვყავდა, გაშორება გვქონდა გადაწყვეტილი, ისეთ დღეში იყო, ისე შემეცოდა, რომ გადავიფიქრე, თორემ მინდოდა ბავშვების დედაჩემთან წაყვანა“, - ამბობს დაღუპული ბავშვების დედა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა მაგარ ფორმაში ხარ...“ - ნუცა ბუზალაძის ახალი ფოტოები ჰავაიდან