
ცოტა ხნის წინ მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე მეუღლეს აკა სამხარაძეს დაშორდა.
სავარაუდოდ, აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება ის, რომ თამო შვილებთან ერთად ახალ ბინაში იცხოვრებს, რომელსაც თვის ბოლოდან იქირავებს.
ინფორმაციას თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„ეს იქნება ჩვენი ახალი სახლი თვის ბოლოდან.
გადავდივართ იმ სახლიდან, რაღაც მიზეზების გამო, ის ჩვენი სახლი არ იყო.
აქვს დიდი აივანი სახლს და როგორც გიჟი დედა, უნდა დავალუქინო.
ახლა არ მქონდა იმის საშუალება, რომ 5 ოთახიანი ბინა მეყიდა. ასე უცებ ვიქირავე ბინა. პირობას ვაძლევ საკუთარ თავს, მომავალ წელს ჩემი სახლი მექნება“, - ამბობს თაკო ვაშალომიძე.
შეგახსენებთ, რას ამბობდა თამო ვაშალომიძე ქმართან დაშორების შესახებ:
„ამ თემაზე საუბარი ჩემთვის ძალიან რთულია.
დავიფიცე, რომ „ვერსაჩეს“ ჩვენების შემდეგ აღარ ვიტირებდი. ძალიან რთულია ჩემთვის საუბარი.
ბევრი მეკითხებოდა რომ აღარ ჩანდა აკა ჩემს ვიდეოებში, აბა როგორ ხართ? რა ხდება? რადგანაც მკითხე, ჯობს ერთხელ და სამუდამოდ ვთქვა - მე და აკა რამდენიმე თვეა დავშორდით, უბრალოდ ჩემი ტვინის რაღაც ნაწილს არ ჰქონდა დასრულებული და არ ვიყავი მზად ამ სიტყვისთვის, თან როცა 2 შვილი გყავს, 6 წლიანი ურთიერთობაა.
მართლა დავშორდით, მართლა წერტილი დაისვა! ძალიან რთული იყო ჩემთვის, აი, ძალიან.
გავიარე ძალიან ცუდი დღეები, რთული. კიდევ კარგი მყავს შვილები და მათთან გადამაქვს.
არ მინდა დეტალურად საუბარი, რთულია სიყვარული. როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება, რთულია. ორივეს მხრიდან დასრულებულია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილები არიან. არ მინდა მოწყენილი მნახონ და დეპრესიაში “, - ამბობდა თამო ვაშალომიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა მაგარ ფორმაში ხარ...“ - ნუცა ბუზალაძის ახალი ფოტოები ჰავაიდან