Digest Logo

🎥 „მეგონა რომ დროებითი იყო, მაგრამ გადაიზარდა წლებში...გავიზარდე მრავალფეროვან ხალხში...“ - თამარ გვერდწითელი ბავშვობასა და შემოქმედებაზე

1748028364
თამარ გვერწითელი

მომღერალი - თამარ გვერდწითელი რუსეთში მოღვაწეობდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო მას ქვეყნის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება მოუწია. ამას თან ერთოდა დედის ავადმყოფობა და გარდაცვალება, რამაც მომღერლის კარიერაზე ძალიან იმოქმედა.

ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „ღამის შოუ“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ბავშვობაზე ისაუბრა:

„მეგონა საქართველოდან ერთი-ორი თვით მივდიოდი, მეგონა რომ დროებითი იყო, მაგრამ გადაიზარდა წლებში. გავიზარდე მრავალფეროვან ხალხში. ცხოვრობდნენ ბევრი ეროვნების წარმომადგენელი საზოგადოება. დარბიხარ ამ ბავშვებთან ერთად და ყველა ქართველი მეგონა. საკმაოდ წარმატებული ხალხი ცხოვრობდა ჩვენ ეზოში. პროფესურა და მეცნიერები, მათ შორის მუსიკოსები. ამ ინტერნაციონალურმა გარემომ თავისი საქმე გააკეთა. სულიერადაც და ისედაც შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტური ინტერნაციონალისტი ვარ. შესანიშნავი თვისებაა და თბილისი ამით განთქმული იყო. დღეს გაჯეტების ეპოქაა და ეს გარემო აღარ არის.

ღმერთმა არ მოაკლოს შემოქმედს ხალხის სიყვარული. იმიტომ რომ ხალხს უნდა უყვარდეს და ესმოდეს ხელოვანის. სხვანაირად მის შემოქმედებას აზრი ეკარგება. ადამიანი მაშინ ხდება შემოქმედი, როცა ანთებულ თვალებს ხედავს, ესმის აპლოდისმენტები. ტაშისთვის არ ვიბრძვით ჩვენ მაგრამ ძალიან გვჭირდება ერთსულოვნება“, - ჰყვება თამარ გვერდწითელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რიო ფერდინანდის ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან - „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი“

🎥 „ღმერთის მწამს და მეშინია, რაც ჩემს ლექსებში ჩანს...მწუხარება კი პოეტის თანამდევი მეგობარია...“ - „დაიჯესტის“ ინტერვიუ პოეტ გაგა გომართელთან

⭕„ჯერჯერობით ძალა სულ ძალადობს და ეგოს სურვილები ბატონობენ სხვებისაზე...“ - რას წერს გია მურღულია?